„რუსთავის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ქალაქის ისტორიის შესახებ. რუსთავის მერიამ მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა და საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის ნებართვა მისცა.
მოსწავლეები მგზავრებს უყვებოდნენ ქალაქის დაარსებისა და ცალკეული ქუჩების სახელწოდების მინიჭების ისტორიის შესახებ. მოსწავლეებმა აქცია ქალაქის სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გააგრძელეს, სადაც გაავრცელეს მათ მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.
რუსთავის მოსახლეობა მოწონებით შეხვდა კლუბის ამ აქციას, რაც სტიმულს აძლევს მოსწავლეებს მომავალშიც განახორციელონ მსგავსი პროექტები.„პროექტის მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობას გავაცნოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსთავის ისტორია, თუ ვისი სახელობის ქუჩები არის, ვინ არიან ეს ადამიანები, რა ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. სურვილი გვაქვს, ეს აქციები გავაგრძელოთ და სხვა კუთხით დავანახოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ქალაქი რუსთავი“-ამბობს მაკა მოსახლიშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლუბის მეურვე.