მოსწავლეების კვლევამ აჩვენა, რომ თემში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა სახიფათო მოსახვევებში სარკეების არარსებობა, რის გამოც წარსულში ავარია მოხდა და ადამიანებიც დაშავდნენ.
სადმელის თემის საკრებულოს თავმჯდომარის შუამავლობით, მოსწავლეები შეხვდნენ ამბროლაურის მერს – დავით მხეიძეს. შეხვედრიდან ერთ კვირაში მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა სარკეები, ამჟამად კი მიმდინარეობს მათი განთავსება.