მოზარდები გაეცნენ ფილმის, ანიმაციის, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა კომპოზიტორი და შემოქმედებითი ბიზნესის მენეჯერი.შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით.
სესია ჩაატარეს POSTRED-ის თანადამფუძნებელმა და კომპოზიტორმა, POSTRED Academy-ის ლექტორმა ზვიად მღებრმა (მღებრიშვილმა) და კომპანიის მმართველმა პარტნიორმა და POSTRED Academy-ის დამფუძნებელმა თინა ბაბაკიშვილმა.მოსწავლეებმა და მოწვეულმა სპიკერებმა იმსჯელეს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლზე სამოქალაქო განათლებაში.