აჭარის რეგიონის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის დახმარებით სკოლაში არსებული პრობლემა მოაგვარეს. მოსწავლეებმა პრობლემების გამოვლენის მიზნით სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს და პრიორიტეტულად სკოლის ეზოში დაჭაობებული ადგილების აღდგენა მიიჩნიეს.

პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა ითანამშრომლეს გარემოს დაცვის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე თემის წევრებთან და მიიღეს ინფორმაცია თუ რა მცენარეები უნდა დაერგოთ დაჭაობებული ადგილების აღსადგენად. ამ კონსულტაციების გათვალისწინებით, მათ სკოლაში გამწვანების აქცია მოაწყვეს.

მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს ვიდეო რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები და თემში გაავრცელეს. სკოლაში გაიმართა ფოტო და ნახატების გამოფენა.

ინფორმაცია პროექტის შედეგების შესახებ გავრცელდა ადგილობრივი მედიის მიერ.