ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „იმედი ხვალის“ წევრებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია“. პროექტის მიზანი იყო მეფუტკრეობის აღორძინება და მოსწავლეებში ფუტკრის მოვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავება და შემდგომში პროდუქციიდან მიღებული შემოსავლის სკოლის საჭიროებებისთვის გამოყენება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები, მოეწყო შეხვედრა გამოცდილ მეფუტკრეებთან, დამზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები მეფუტკრეობის შესახებ. ყველა ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებას დახმარებას უწევდა სოფელ ჭაქვინჯის გამგებელი ბ-ნი იოსებ ერემაძე, რომელმაც პროექტის დაწყებამდე სკოლას საჩუქრად გადასცა 2 ოჯახი ფუტკარი და თვითონვე ჩაუტარა მოსწავლეებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გაკვეთილები.
პროექტის დახურვის ღონისძიების შემდეგ, ერთ-ერთმა მეფუტკრემ გელა გაბეჩავამ გამოთქვა მზაობა კიდევ 1 ოჯახი ფუტკარი გადასცეს სკოლას. პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.
პროგრამას ახორციელებს PH International საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.