ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის  პროექტი ,,ლამაზი გარემო მომავალს“. პროექტის  მიზანი იყო სკოლის ეზოს მოწესრიგება.

კლუბის წევრებმა სოფლის გამგებელს  მელიტონ მეტრეველს  და  უწერას მაჟორიტარ დეპუტატს ნაირა ლობჯანიძეს მიმართეს დახმარებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეზოს გამწვანებისთვის ნერგები და სკამებისთვის ხის მასალა გადასცეს სკოლას.

პროექტის განხორციელებაში სამოქალაქო კლუბის გარდა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ჩაერთვნენ. ერთობლივი ძალებით არაჩვეულებრივი შედეგი მიიღეს – ახლა სკოლას მოწესრიგებული ეზო აქვს.

,,მშვენიერი შანსი, რომელიც ,,მომავლის თაობამ“ მოგვცა, წარმატებით გამოვიყენეთ. ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები განსაკუთრებით მოუფრთხილდებიან სკოლის განახლებულ ეზოს“ – სთქვა დარეჯან მეტრეველმა, უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.