ნაფარეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,ანაბეჭდი” განახორციელა მცირე გრანტის პროექტი ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე”, რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო რესურს ოთახი, რომელიც აღიჭურვა ადაპტირებული ინვენტარით.
,,მე ყოველდღე მინდა აქ მოსვლა და ჩემ მეგობრებთან ერთად თამაში, ლამაზი ფერებია ჩვენ ოთახში“ – სიხარულით განაცხადა ლუკამ. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, ხოლო სკოლის ეზოში ბენეფიციართა სახელობის ხეების დარგვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ორგანიზაცია ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ წარმომადგენელი და პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მცირე გრანტის მენეჯერი სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები. ,, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი ლამაზი გარემოს დახვედრა, მიხარია, რომ ამდენ ღიმილს და გახარებულ სახეებს ვხედავ, ,, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისათვის“ – განაცხადა მაკლეინის ასოციაციის წარმომადგენელმა თემურ გიგაურმა.
პროექტი ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა ფარგლებში. მოსწავლეთა პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.