ბორჯომის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა დამოუკიდებელი პროექტი „ექო“, რომელიც მიზნად ისახავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტის დასაწყისში მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს შშმ პირთა საჭიროებების შესახებ, შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბორჯომის საკრებულოში, სადაც ა/ო ორგანიზაცია „ერთად ცვლილებებისთვის“ ( შშმპ) ბენეფიციარებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომას.
ბორჯომის საკრებულომ ასევე დაფინანსა მოსწავლეებისა და მათი თანატოლების ვიზიტი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში. გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდულ პრობლემებზე და განიხილეს ა/ო ორგანიზაცია „ერთად ცვლილებებისთვის“ ბენეფიციარების და ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეების სტაჟირება ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
სტაჟირების პროგრამა ნოემბრის თვეშია დაგეგმილი. მოსწავლეთა პროექტი „ექო“ განხორციელდა ბორჯომის ტელევიზიისა და გაზეთის მხარდაჭერით.