,,ნაადრევი ქორწინება აზიანებს მოზარდის ჯანმრთელობას”,,ნაადრევი ქორწინება ხელს უშლის თვითრეალიზებას”,,ნაადრევი ქორწინება ზრდის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს”,,ნაადრევი ქორწინება ქმნის ოჯახის დანგრევის რისკს”,,ნაადრევი ქორწინება ამცირებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს”. ეს გზავნილები მარნეულის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „არა ნაადრევ ქორწინებას!“ ფარგლებში მოამზადეს.

სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგები ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს განიხილეს, მონაწილეობა მიიღეს თემატური ფილმის ჩვენება – განხილვაში და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სასკოლო პოსტერები დაამზადეს.