2016 წლის 11-12 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით სასკოლო კლუბების ფორუმი გაიმართა.

შეხვედრის  მიზანი იყო სასკოლო კლუბებისა და თვითმმართველობების ინფორმირებულობის გაზრდა და მოსწავლეების საზოგადოებრივ და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. 11 ნოემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც  შეკრებილ საზოგადოებას  განხორციელებული  საკლუბო მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.

პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ პროგრამის დირექტორმა, ქ-ნმა მარინა უშვერიძემ ისაუბრა. 12 ნოემბერს წარიმართა მუშაობა მოსწავლეთა თემატურ ჯგუფებში.

პროგრამაში „მომავლის თაობა” ჩართულმა თბილისის საჯარო სკოლების  სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ბუბა ხუცურაულმა, ნინო ბუთხუზმა (№186 სკოლა),  ნინი დვალმა, ნანა რუხაძემ (№155 სკოლა) და გიორგი ყიფშიძემ, მარი მძევაშვილმა (№29 სკოლა) თანატოლებს კლუბური მუშაობისა და განხორციელებული პროექტების გამოცდილება გაუზიარეს. ფორუმის მსვლელობისას 6 თემატურ ჯგუფად დაყოფილ გუნდებს ფასილიტაციას პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები უწევდნენ: ნათია ხლუსიძე №155  სკოლა, ნინო ბერიკაშვილი №186  სკოლა, ნინო მჭედლიშვილი №65 სკოლა, ლალი თეთრაშვილი №210 სკოლა, თამარ სილაგავა და  ელგა ბახტურიძე №29  სკოლა . ასევე სამუშაო ჯგუფების მუშაობაში თანაფასილიტატორი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას:  ნინი დვალი №155  სკოლა, გიორგი ყიფშიძე №29   სკოლა,  ბუბა ხუცურაული №186  სკოლა, მარიამ გიორგაძე №192 სკოლა,  სალომე კვანჭიანი №217  სკოლა და  მარი მძევაშვილი №29 სკოლა. დღე სამუშაო ჯგუფებში მოსწავლეთა მიერ შემუშავებული პროექტების პრეზენტაციით დასრულდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით თბილისის მერია მხარს დაუჭერს იმ პროექტებს, რომლებიც ფორუმზე ერთობლივად შეიმუშავეს მოსწავლეებმა.