2015 წლის 10 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის პირველი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ქ-ნმა ნათია ჯოხაძემ, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქ-ნმა ქეთევან გრიგოლიამ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ ბ-ნმა დევიდ სტოუნჰილმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების მართვის სპეციალისტმა  ქ-ნმა ნინო ბუაჩიძემ, ორგანიზაცია PH International-საქართველოს დირექტორმა ბ-ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ქ-ნმა მაკა ბიბილეიშვილმა  და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ალიანსის წარმომადგენლებმა ნოდარ რუხაძემ და სალომე წერეთელმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მხარეებისთვის ინფორმაციის გაზიარება და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ მრჩეველთა კომიტეტის წევრებს პროექტის წლიური გეგმა გააცნო.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარების შემდეგ  შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.