USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროგრამაში ჩართული მოზარდები ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის რეალურ შესაძლებლობებს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს ნატოს რეფორმების, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ნატოს რეკომენდაციებისა და ნატოსთან დაახლოების გზების შესახებ. მასპინძელი, დიპლომატი გვანცა ლოლაძე, გაუძღვა დისკუსიას და ნატოს მისიის მთავარ პრინციპებსა და მიზნებზე ისაუბრა.

ახალგაზრდებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ, ხოლო აქტიურობისთვის მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.