ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს ეხებოდა თბილისის №70 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ონლაინ საინფორმაციო კამპანია.თავდაპირველად მოსწავლეებმა ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა თანატოლების ინფორმირებულობის დონის დასადგენად. შემდეგ უყურეს ფილმს და განიხილეს იგი.

მოსწავლეებმა მოამზადეს ესე, სადაც გამოხატეს მათი დამოკიდებულება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით.პრეზენტაცია ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების შესახებ და სხვა საინფორმაციო მასალა გაავრცელეს სოციალური ქსელის მეშვეობით.