2015 წლის 1 მაისს, მცირე გრანტის ,,ღია სივრცე“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლაში პირველი რადიოგადაცემა გავიდა. რადიოგადაცემის მოსასმენად მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად შეიკრიბნენ და ინტერესით ელოდნენ სიახლეს მათ სკოლაში.

პირველი სიუჟეტი გაცნობითი ხასიათის იყო, მოსწავლეებმა ისაუბრეს მცირე გრანტის ფარგლებში მოწყობილი რადიოკვანძის შესახებ, მსმენელებს გააცნეს რადიოს მუშაობის სპეციფიკა, პერიოდულობა, რუბრიკები, სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა და მოუწოდეს, თავადაც ჩაერთონ რადიოს მუშაობაში და მიაწოდონ სარედაქციო კოლეგიას მათთვის საინტერესო თემატიკა. პირველი რადიოგადაცემის ერთი ნაწილი დაეთმო ინფორმაციას სკოლისა და სოფლის ისტორიის შესახებ.

მომდევნო რადიოგადაცემების თემატიკა განისაზღვრება გამოკითხვის საფუძველზე. რადიოგადაცემას წინ უძღვოდა ტრენინგი, რომელიც ,,ლანჩხუთი plus“-ის მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ნაკაშიძემ მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაატარა და მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორ მოამზადონ ინფორმაცია რადიოსთვის.

ხოლო რადიოგადაცემის თემატიკის გამოსავლენად, IX კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში, VII-XII კლასებში. მცირე გრანტის პროექტი ,,ღია სივრცე“ მიმდინარეობს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.