ბანაკები პარალელურ რეჟიმში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდა 70-მდე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი, 11 სხვადასხვა რეგიონიდან.

ხუთდღიანი ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება პროექტულ სწავლებაზე, მოსწავლეებში ლიდერული უნარ-ჩვევების გაზრდაზე და სხვადასხვა სასწავლო მეთოდოლოგიებზე, რაშიც მათ მოწვეული ფასილიტატორები დაეხმარნენ.