თბილისის № 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დიღმელაშვილი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ რესურსების შესახებ გვიზიარებს გამოცდილებას:„სამოქალაქო განათლების პროგრამის ,, მომავლის თაობა” ფარგლებში შექმნილმა ციფრულმა რესურსებმა გამიადვილა სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ონლაინ სწავლების პროცესი. მოსწავლეებიგანსაკუთრებით დაინტერესდნენ ქვიზებით- კითხვები მოსანიშნი პასუხებით.
აღსანიშნავია იმ მოსწავლეების აქტიურობა, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში უფრო პასიურები იყვნენ. „მოსწავლეებმა ციფრული რესურსის ჯგუფში დადების მომენტიდან ძალიან მალე გამომიგზავნეს შესრულებული დავალებების პასუხები“ – ამბობს ნინო დიღმელაშვილი, თბილისის № 59 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.