2016 წლის 25 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, მოსწავლეების თხოვნით  ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი მწერალი, კლასიკოსი ბ-ნი გურამ დოჩანაშვილი. ბატონმა გურამმა ისაუბრა საკუთარი ნაწარმოებების, ცხოვრების და საქმიანობის შესახებ.

მოსწავლეებმა მწერალს დაუსვეს შეკითხვები კარგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ონლაინ კონფერენციის  განმავლობაში ბ-ნმა გურამმა უპასუხა  აუდიტორიაში მყოფი თბილისის სკოლების  და SKYPE-ის მეშვეობით  მიღებული საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს.

სულ კონფერენციაში 160-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ონლაინ კონფერენცია გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International,   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.