2016 წლის 14 ივნისს, განათლების
მულტიმედია ცენტრში, მოსწავლეების თხოვნით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია თანამედროვე
ქართველ მწერალთან, დათო ტურაშვილთან. ონლაინ კონფერენციის მიმდინარეობისას, მწერალი პასუხობდა აუდიტორიაში მყოფი თბილისის სკოლების
მოსწავლეებისა და Skype-ის მეშვეობით საქართველოს 10 რეგიონიდან მოსწავლეების მიერ გამოგზავნილ
კითხვებს.
მოსწავლეების კითხვები ეხებოდა მწერლის
ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესში და ა.შ. სულ კონფერენციაში 150-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ კონფერენცია გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.