მოსამართლის პროფესიას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას, ადამიანის უფლებების დაცვას, გენდერულ თანასწორობას და ოჯახური ძალადობის პრევენციას ეხებოდა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან ლაივ ჩართვის დროს მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა და სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა რეგიონიდან მიღებულ, მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების შეკითხვებს უპასუხა.
ონლაინ კონფერენციის მსვლელობის დროს დაახლოებით 280 კითხვა დაისვა და 2500 მნახველი ჰყავდა.ონლაინ შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.