2015 წლის 14 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და ამავე სკოლის დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა მოსწავლეებისათვის და მოსწავლეთა მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო, სადაც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სიტუაცია გააცნო და მოუწოდა საერთო ძალებით საქველმოქმედო აქცია მოაწყონ საკუთარ თემში და თავიანთი წვლილი შეიტანონ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. „ჩვენ ვუსამძიმრებთ დედაქალაქში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ ოჯახებს და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სკოლის პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად საკუთარი შემოწირულობა გავაკეთეთ, შეგროვილი თანხით ჰიგიენის საშუალებები და პროდუქტები შევიძინეთ.
სამოქალაქო აქტივობა სასკოლო ინიციატივებით უნდა გამოიხატოს, სადაც თემს და მშობლებს დიდი როლი აკისრია.“ – ამბობს ჰეშტიის სკოლის დირექტორი ბერნიკ ჰოვსეფიანი.