30 ნოემბერს თელავის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ნახატების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. კონკურსზე ,,გარემოს დაცვა“ წარმოდგენილი იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” კახეთის რეგიონის 14 პარტნიორი სკოლის 30 მოსწავლის ნახატი.

ნახატები შეირჩა როგორც შესრულების ტექნიკის, ასევე ნახატზე გადმოცემული იდეის მიხედვით. ჟიურის ერთერთ წევრად მოწვეული იყო თელავის №1 სკოლის ეკო კლუბის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი ორკოდაშვილი, რომელმაც ითავა გამარჯვებული მოსწავლეების სკოლებში ჩაატაროს ტრენინგები ნარჩენების მართვის თემაზე.

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ნახატების ავტორები. დიპლომები და პრიზები გადაეცათ  სოფ.

ნაფარეულის, შაშიანის და კურდღელაურის საჯარო სკოლების  მოსწავლეებს.