სკოლის ეზოს მოწესრიგებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ნაგომარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,ჩემი სკოლა ჩემი სახლია“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ეზოს დიზაინის შემუშავების მიზნით და ამის საფუძველზე შექმნეს მაკეტი, სკოლასა და თემში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია ეკოლოგიის საკითხებზე, მოამზადეს კედლის გაზეთი, გადაიღეს მცირე ვიდეოკლიპი, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული მცენარეთა ნერგებით და ხელნაკეთი ქოთნებით გაამწვანეს და კეთილ-მოაწყეს სკოლის ეზო.

მოსწავლეებმა დახმარებისთვის მიმართეს გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ნაგომარში, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა სკოლას სამი ძელ-სკამი. გრანტის ფარგლებში განახლდა მოძველებული და დაზიანებული ჭიშკარი და ღობე.

ყველა ამ აქტივობის შედეგად სკოლას აქვს უსაფრთხო, დაცული და მოსწავლეების დიზაინით მოწყობილი სკოლის ეზო.