სოფელ აძვის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში დაასრულეს პროექტი „მწვანე სკოლა“. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სკოლის დირექციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და სკოლის ეზოში მოაწყვეს სკვერი.
მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან მოაგროვეს ნერგები, გაამზადეს საყვავილეები, დადგეს სკამები და გაამწვანეს სკვერის ტერიტორია.