მუკუზანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ენერჯაიზერი“ მოსწავლეების ინიციატივით სოფელში სპორტული მარათონი ჩატარდა. მოსწავლეებმა ინიციატივა – მოეწყოთ მარათონი და მონაწილეობის გადასახადის (0,50 ლარი) მეშვეობით შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაერიცხათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს და რესურს ცენტრის ხელმძღვანელს გააცნეს.
მოსწავლეთა ინიციატივას – საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებას და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გურჯაანის გამგეობის და რესურს ცენტრის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა, უფრო მეტიც, მათი დახმარებით ღონისძიებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების 400-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიმდინარეობისას, მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული იყო მედპერსონალი.
მარათონის მონაწილე მოსწავლეები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაჯილდოვდნენ დიპლომებით. მარათონის დროს შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდს გადაერიცხა.