2016 წლის 28 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში 2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის წევრები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International-საქართველოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ალიანსის წარმომადგენლები.