2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის
„მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის მესამე შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა
უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე
სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი საქმიანობა.

პროგრამის
მრჩეველთა კომიტეტის წევრები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International-საქართველოს,
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების
გაერთიანების ალიანსის წარმომადგენლები.