2015 წლის 8 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის მეორე შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის პირველი წლის შედეგები და მომდევნო აკადემიური წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი საქმიანობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International-საქართველოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ალიანსის წარმომადგენლები.