პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა სლოგანების კონკურსი თემაზე „მოხალისეობა“. მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის დახმარებით გაეცნენ მოხალისეობის მნიშვნელობას და იმსჯელეს მის საჭიროებაზე, რის შემდეგაც მოიფიქრეს სლოგანები.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის სკოლების 16-მა მოსწავლემ, რომელთაგანაც 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ესენია:
· სკოლა „მზეკაბანი” – ლაზარე ჭაავა – „იყავი მოხალისე, შეცვალე საქართველო”
· სკოლა „რუსთველი” – ბექა ირომაშვილი – „არავის შეუძლია ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება”
· სავანეთის სკოლა – ომარ გუსეინოვი – „მოხალისეობას ჩარჩო არ გააჩნია, მას არ აქვს საზღვარი”
· სავანეთის სკოლა – სულთან დადაშოვა – „გაიგე ინფორმაცია სწრაფად, ჩაერთე მოხალისეობაში მარდად”
გამარჯვებული სლოგანების ავტორები სიგელებით, პროგრამის მაისურებით და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსის მთავარი მიზანი მოხალისეობის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ქ.
ბოლნისის მოხუცთა თავშესაფარს „ჭაღარა“ ესტუმრნენ და პერსონალს მოხუცთა მომსახურებაში დაეხმარნენ. მოსწავლეებმა მოხუცების სადილისათვის მაგიდები გაუწყვეს, შემდეგ მათთან ერთდ ისადილეს, და ბოლოს სასადილო ოთახი დაალაგეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ კარგად გაიაზრეს მოხალისეობის მნიშვნელობა და საჭიროება და შემდეგშიც აქტიურად განახორციელებენ მოხალისეობრივ აქტივობებს.