19 თებერვალს, პროგრამა „მომავლის თაობის“ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
2018 წელს, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტებისა და სამოქალაქო კლუბის ფორმატში იმუშავეს შემდეგ თემებზე: თანატოლთა ინფორმირება მარიხუანას მოხმარების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ, თანატოლთა შორის ძალადობის შემცირება სკოლაში, გარემოს დაცვა და გამწვანება, თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა. ღონისძიების დასასრულს პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს მოსწავლეებს პროექტების და ინიციატივების განხორციელებას.