ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ლევან ცაბაძეს გადასცეს ოფიციალური წერილი, რომელშიც მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და თემში არსებული პრობლემები იყო წარმოდგენილი. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოფიციალური წერილით უპასუხა მოსწავლეებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამგეობა ეტაპობრივად მოაგვარებდა თემში არსებულ პრობლემებს, ასევე გაითვალისწინებდა მოსწავლეთა ინიციატივებს, ხოლო ერთ-ერთ პრობლემას – სოფელ ნაქალაქევში მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენა და ასფალტის საფარის დაგება ახლო მომავალში განხორციელდება.

წლების მანძილზე არსებული გზის პრობლემა, ასპინძის გამგეობამ მოსწავლეთა ინიციატივის საფუძველზე განიხილა და მოაგვარა. სოფელ ნაქალაქევის გზის აღდგენა ა.წ.

მაისის თვეში დასრულდა. თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგით კმაყოფილნი არიან, როგორც მოსწავლეები, ასევე სოფლის მოსახლეობა.