თბილისის 79-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თანატოლებისთვის კეთილმოეწყო სკოლის რესურს ოთახი, შედგა საკონსულტაციო შეხვედრა ფსიქოლოგთან, მოსწავლეებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა თამაშებში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო მასალა, რომელიც თემში გაავრცელეს. მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ სოციალური თერაპიის სახლში, სადაც მოქმედებს 8 სახელოსნო და სტამბა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან დასაქმებულნი.
სხვადასხვა კომპანიისგან მიღებული შემოწირულობა მოსწავლეებმა ამ დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გადასცეს.