2017 წლის 7 მარტს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ქალთა კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესეების კონკურსის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო ისტორიები ქალებზე.

კვირეულის ფარგლებში პროგრამის ,,მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებმა სხვადასხვა საქმიანობები განახორციელეს: მოიძიეს თავიანთ თემში მოღვაწე წარმატებული ქალბატონების ისტორიები და ამ ისტორიების საფუძველზე დაწერეს ესეები, მოიწვიეს  ესეების გმირები სკოლაში და მოაწყვეს შეხვედრები
მათთან, ისაუბრეს ქალის როლზე წარსულსა და თანამედროვე ცხოვრებაში, მოამზადეს თემატური კედლის გაზეთები. კვირეულში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი ცხრა სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.