სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭიროებების კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ახლომდებარე სოფელ დარჩეთში სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს. დარჩეთის მოსახლეობას კი, განსაკუთრებით მოხუცებს, რაიონულ ცენტრამდე გადაადგილება და სამედიცინო დახმარების მიღება უჭირთ.დახმარებისთვის მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიის წარმომადგენლებს მიმართეს, რომლებმაც მოიწონეს მოსწავლეთა ინიციატივა და დახმარებას დაპირდნენ.