თბილისის № 213-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება გადაწყვიტეს. სკოლა ტერიტორიულად სოფელ ტაბახმელაში მდებარეობს, მაგრამ ის თბილისის ტერიტორიულ საზღვრების შემადგენლობაშია.

მოსწავლეების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოფელში სათანადოდ არ არის განლაგებული საგზაო ნიშნები და დაცული არ არის საგზაო უსაფრთხოება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მოსწავლეებმა რიგი ღონისძიებები დაგეგმეს.

მოსწავლეთა ინიციატივით სკოლაში გაიმართა შეხვედრა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ საპატრულო პოლიციის წამომადგენლები დახმარებას გაუწევენ მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებაში, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში და თბილისის მერიასთან საგზაო ნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.