ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე იზრუნეს. სკოლაში 6 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს, სოფლის რთული ადგილმდებარეობის გამო, ისინი პროფესიული განათლების მიღებას ვერ შეძლებენ.
„ ჩვენი მიზანი იყო სკოლაში შეგვექმნა პატარა სახელოსნო, სადაც ეს მოსწავლეები კერვას ისწავლიდნენ. თუმცა, არ გვქონდა საკერავი მანქანა.
ამიტომ რესურსების მოსაძიებლად სოციალური მედია გამოვიყენეთ. დავწერეთ პოსტი, რომელსაც ქეთი მეშველიანი გამოეხმაურა და სრულიად ახალი საკერავი მანქანა გვაჩუქა.
ძალიან დიდი მადლობა, მან ჩვენს იდეას ხორცი შეასხა“ – ამბობს თამარ შათირიშვილი, სამოქალაქო კლუბის ლიდერი.სახელოსნო უკვე ფუნქციონირებს. კერვას მოსწავლეებს უსასყიდლოდ სპეც მასწავლებელი ასწავლის. სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ დახმარებით კერვისთვის საჭირო მასალები შეიძინეს. კერვის გაკვეთილები.