მოსწავლეები გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლებიდან დაინტერესდნენ, თუ რა უბიძგებს ახალგაზრდებს დანაშაულისკენ და რა არის დანაშაულის პრევენციის გზები.ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირების დონის დასადგენად მოსწავლეებმა გამოკითხვა ჩაატარეს თანატოლებში.

დანაშაულსა და შესაძლო სასჯელის შესახებ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გამოკითხვის შედეგებთან ერთად განათავსეს სოციალურ მედიაში.მოზარდის ქცევის თავისებურებებზე ისაუბრა და მშობლებს რჩევები მისცა ფსიქოლოგმა თამთა დოლიძემ.მოსწავლეებმა დაგეგმეს ონლაინ დისკუსია იურისტთან, სადაც ისაუბრებენ ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის საკითხებზე და ინფორმაციას მიიღებენ იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სფეროში.