ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოზე პოლიეთილენის მავნე ზეგავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია პოლიეთილენის მავნებლობის შესახებ, იმსჯელეს პრობლემის შემცირების გზებზე, დაამზადეს ნაჭრის ჩანთები, ეწვივნენ ადგილობრივ სავაჭრო ცენტრს,გაესაუბრნენ მოქალაქეებს პოლიეთილენის მავნებლობის შესახებ,გადასცეს მათ მიერ დამზადებული ჩანთები და საინფორმაციო ფურცლები.