15 ივნისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების
მოსწავლეები 186-ე, 29-ე  და კერძო სკოლიდან ოპიზა, საბურთალოს რაიონის გამგეობას ეწვივნენ  და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვილი
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და წამლები გადასცეს. მოსწავლეები ასევე
ჩაერთვნენ გამგეობაში მიტანილი ჰუმანიტარული ნივთების დახარისხების პროცესში.