2014 წლის 24 დეკემბერს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები გურიის რეგიონიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ ოზურგეთის იუსტიციის სახლში. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმ მომსახურებაზე, რომელსაც იუსტიციის სახლი საზოგადოებას სთავაზობს.

,,ჩვენ ვიზიტით ვიმყოფებოდით იუსტიციის სახლში, სადაც გავეცანით ამ დაწესებულების მუშაობას, შევიტყვეთ, თუ რომელი ასაკიდან შეუძლიათ მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება და მივიღეთ პასუხები ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო“ -აღნიშნა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლემ რომან თავდგირიძემ.