თბილისის №87 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ნაადრევი ქორწინების საფრთხეების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად თანატოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ასევე, მოსწავლეებმა თემის მასშტაბით ჩაატარეს გამოკითხვა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად და დაარიგეს მათ საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც თავად დაამზადეს.