სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების 26 მოსწავლე თბილისში საქართველოს პარლამენტს ესტუმრა. ვიზიტის დროს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო საქართველოს პარლამენტის ისტორია და მისი მუშაობის ამჟამინდელი მიმართულებები.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა და მასში არსებული ისტორიული ძეგლები. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ენახათ განახლებული სხდომათა დარბაზი და საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რამაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა ნინო კვანტრიშვილმა მოსწავლეები თბილისში პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე დასასწრებად მიიწვია. ამჟამად მოსწავლეთა სხდომებზე დასწრების საკითხი განიხილება.