ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მდინარე ბუჯის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კამპანია დაიწყეს.მოსწავლეებმა სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით მიმართა.პარალელურად მოეწყო დასუფთავების აქცია, რომლის შედეგადაც ნარჩენებისგან გასუფთავდა მდინარის მიმდებარე ტერიტორია.