2017 წლის 14 ნოემბერს, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრ მოსწავლეებსა და ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის, გიმნაზია 21, მომავლის სკოლის, სალიბაურის N1 და N2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები.
შეხვედრის მიზანი საქართველოში გაეროს ასამბლეის შესახებ ინფორმაციის მიღება და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სამომავლო აქტივობების დაგეგმვა იყო. შეხვედრის დროს სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია.
დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, პროექტში მონაწილეობას დელეგატის სახით, მიიღებს სასკოლო სამოქალაქო კლუბების 30–მდე მოსწავლე.