ქალთა უფლებების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოკითხვა ჩაატარეს.მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია ცნობილი ქალების შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადეს კედლის გაზეთი, ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია ქალთა შრომითი უფლებებისა და ამ მხრივ გენდერული თანასწორობის შესახებ.მოსწავლეები გეგმავენ გენდერული თანასწორობის დანერგვისა და განვითარების მიზნით გააგრძელონ დისკუსიები თანატოლებთან და თემის წევრებთან.