მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, ბუნების დაცვის საკითხებზე მუშაობა დაიწყო.მოსწავლეებმა განიხილეს ის ზიანი, რასაც ბუნებას ხეების გაჩეხვა და გარემოს დაბინძურება აყენებს. შედეგად, კლუბის წევრებმა მოამზადეს პლაკატები მოწოდებით „გადავარჩინოთ მომავალი“ და „არა პოლიეთილენის ჩანთებს“, განახორციელეს დასუფთავების აქცია, მოამზადეს ქართულ-აზერბაიჯანული ბროშურა ბუნების დაცვის საკითხებზე და გაავრცელეს მოსახლეობაში.

პარალელურად, მოსწავლეებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინაშე დააყენეს საკითხი სკოლასთან ნაგვის ურნის განთავსების აუცილებლობაზე.