2018 წლის 14 მარტს, პროგრამის „მომავლის თაობა“ აჭარის რეგიონის  პარტნიორი სკოლების მოსწავლეები  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიასა და რადიოს ეწვივნენ. მოსწავლეებმა ქალთა დღე მიულოცეს მაუწყებელში მომუშავე ქალბატონებს.

ვიზიტის დროს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტუდიები და დაესწრნენ საინფორმაციო და მხატვრული გადაცემების მომზადების პროცესს, შეხვდნენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, საინფორმაციო სამსახურის და თოქ–შოუების პროდიუსერებს, ასევე გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელს. შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ საინფორმაციო გამოშვების წარმომადგენლები მასტერ–კლასს ჩაუტარებენ მოსწავლეებს აკადემიურ წერაში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

აჭარის რეგიონში პროგრამის  პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.