2017 წლის 29 მარტს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში  პროგრამის  ,,მომავლის თაობა“ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, 6 სამოქალაქო კლუბის (მისაქციელის, წილკნის, ქსოვრისის, ძველი ქანდის, ჟინვალისა და ხევსურთსოფლის საჯარო სკოლების) 22 მოსწავლე და კლუბის მეურვე პედაგოგები, შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს გოჩა ზეიკიძეს. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც მათ სკოლებსა და თემში არსებობს.

რწმუნებულ-გუბერნატორმა უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და პრობლემების მოგვარება აღუთქვა. ასევე, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა ერთი თვის შემდეგ სადაც პრობლემებზე რეაგირების საკითხებს განიხილავენ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სამხარეო ადმინისტრაციის სტრუქტურას, ფუნქცია-მოვალეობებს, გარემოს