2017 წლის 26 აპრილს, ბათუმის გენდერის მედიაცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მოსწავლეების ინიციატივით განხორციელებული პროექტების შესახებ და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეორგოლები და განხორციელებული პროექტები. „ძალიან კარგია განცდა იმისა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაწილობრივ ჩემი ტელევიზიაცაა და მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივების გაშუქება.
აქტიური მოქალაქეობა გადამდებია.“ – ლაშა მამულია. „სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი შეხვედრები მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს იყვნენ უფრო მეტად აქტიურები.
მედია საშუალებას გვაძლევს გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი აქტივობები და უფრო მეტი ადამიანი გავხადოთ ჩვენი აქტივობის ნაწილი.“ – რუსუდან შარაშიძე. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.