საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს, გომბორის, მზისგულის, ხაშმის, პატარძეულის და საგარეჯოს N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას ეწვივნენ. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები თემში ახორციელებენ ბიო პროდუქტის შესახებ საინფორმაციო კამპანიებს ჯანსაღი და ორგანული პროდუქტების მოყვანა, გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით.

მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს მცენარეთა დიაგნოსტიკის ლაბორატორიას, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ. სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია ჯანსაღი პროდუქტის დათესვა, მოვლა, მოყვანის შესახებ მოსწავლეებმა ადგილობრივი თემის წევრებს და ფერმერებს გააცნეს.