გურჯაანის  მუნიციპალიტეტის სოფელ  ვაზისუბნის საჯარო სკოლის  სამოქალაქო  განათლების  კლუბის წევრი მოსწავლეების   ინიციატივით  სკოლის  ეზოში მოეწყო  სკვერი, სადაც  მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის პერსონალს   თავისუფალი  დროის გატარების, დასვენების ან მოცდის საშუალება ექნებათ. კლუბის წევრებმა,  ადვოკატირების  კამპანიის  ფარგლებში,  თხოვნით  მიმართეს   ადგილობრივი  ტერიტორიული  ორგანოს  წარმომადგენელს ბატონ  გიორგი მღებრიშვილს, რათა  სოფლის  განაპირა ტყიდან  ამოეღოთ  მარადმწვანე  ხის  ნერგები და დაერგოთ  სკოლის ტერიტორიაზე, რაზედაც  მიიღეს თანხმობა და დახმარება.

ბზის  და წიწვოვანი ხის  ნერგები  დაირგო სკოლის ეზოში. შემდეგ კლუბის წევრები  მეურვე პედაგოგთან  ერთად  შეხვდნენ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  გამგებელს  ბატონ  გივი  გერგიძეს  და სკვერის მოწყობის საქმეში სთხოვეს დახმარება.

გამგებელმა  მოიწონა მოსწავლეების  ინიციატივა და   სკოლის  ეზოს  ხის  სკამები გადასცა. სკამების ტრანსპორტირება კი უსასყიდლოდ უზრუნველყო  თემის  წარმომადგენელმა.

,,ერთი სული  გვაქვს  დადგეს  სექტემბერი – ახალი სასწავლო წელი, რომ ვნახოთ, როგორ მოეწონებათ ჩვენს სკოლელებს   სიურპრიზი,  რომელიც მათ ელოდებათ“ –  სთქვა   თორნიკე  დათუნაშვილმა, ვაზისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლემ.